ინფორმაციის განახლების თარიღი 14.12.2019
გაცნობებთ, რომ თუ სამართალდამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ ხერხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე ( www.rama.moh.gov.ge ) - ,,წამლის სააგენტო - საჯარიმო ქვითრის ბანერში". გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.ადმინისტრაციული ჯარიმა გადახდილ უნდა იქნას მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.