მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა საყურადღებოდ!

23 ივლისი, 2019

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის N335 დადგენილებით დამტკიცდა ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესი და პირობები.

ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, სსიპ წამლის სააგენტოს უფროსის 2019 წლის 22 ივლისის N15-1053/ო, N15-1054/ო და 2019 წლის 26 ივლისის N15-1083/ო ბრძანებებით დამტკიცდა:

- ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის მისაღებად სააპლიკაციო ფორმა;

- ავტორიზებულ აფთიაქში ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის შესახებ სააგენტოში წარსადგენი ფორმა;

- ფარმაკოლოგიური საშუალებათა კლინიკური კვლევის ნებართვის მისაღებად სააპლიკაციო ფორმა;

- კლინიკური კვლევის სპონსორის მიერ ნებართვის მაძიებელზე გაცემული დელეგირების წერილის ფორმა;

- ფარმაცევტულ წარმოებაში პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ან/და ბრუნვის შესახებ სააპლიკაციო ფორმა (ივსება 2019 წლის 1 ივლისამდე გაცემული ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მქონე პირების მიერ, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ან/და ბრუნვის შემთხვევაში);

- ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მისაღებად სააპლიკაციო ფორმა;

- კვალიფიცირებული პირის, ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ან/და წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ სააგენტოში წარსადგენი ფორმა;

- ფარმაცევტულ წარმოებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის/ფარმაცევტული სუბსტანციის და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ სააგენტოში წარსადგენი ფორმა;

- ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის) და ფარმაცევტული სუბსტანციის წარმოებისას ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შესახებ სააგენტოში წარსადგენი ფორმა;

- კონტრაქტორი ლაბორატორიის შესახებ სააგენტოში წარსადგენი ფორმა;

- ფარმაცევტული წარმოების ნებართვაში ცვლილების შესახებ სააგენტოში წარსადგენი ფორმა.

© 2019 სსიპ წამლის სააგენტო
Created by Artmedia