მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
  • slider4
  • slider 2
  • slider5
  • slider 1

ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტის - „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10“ სერიით: 711121- ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ!

28 დეკემბერი, 2018

ინფორმაცია

ფარმაცევტული პროდუქტის „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10“  სერია: 711121, (ვარგისობის ვადა: 10.2020წ., მწარმოებელი „Merz Pharma GmbH & Co. KgaA“, გერმანია) სპეციფიკაციით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის (ხსნარის ფერის შეცვლა)  შესახებ.

მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ფერის ცვლილების მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

აღნიშნული სერიის დისტრიბუცია განხორციელდა ავსტრიაში, პოლონეთსა და საქართველოში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, რეკომენდებულია, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ქსელიდან გამოთხოვა.

ფარმაცევტული პროდუქტი „ჰეპა-მერცი“-ს საინფუზიო ხსნარი გაიცემა რეცეპტით და გამოიყენება სტაციონარულ პირობებში. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოში შეჩერებულია 711121 სერიის მქონე აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და იმპორტი, თუმცა სააგენტო, პრევენციული ღონისძიების სახით, მიმართავს, ასევე, პაციენტებს, არ გამოიყენონ საცალო რეალიზაციის ქსელში უკვე შეძენილი  711121 სერიის მქონე  „ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად“.

© 2019 სსიპ წამლის სააგენტო
Created by Artmedia